Saturday, February 28, 2015

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე;
შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი;
ჩვენი ნამუშევარი გადავათვალიერეთ, ავტვირთეთ გუგლდრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი არ გვქონდა, ეს დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ადაპტირება გაუკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას. ვიმუშავეთ მასწავლებლის პრეზენტაციაზე და მივიღეთ შემდეგი დავალება. დიდი მადლობა ქ-ნ ლალის.

Saturday, February 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მოთხოვნებს.
მოვიძიეთ სურათები, ავაგეთ დიაგრამები და განვათავსეთ პოვერპოინტში.
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ავტვირთეთ გუგლდრაივში და კოდის საშუალებით განვათავსეთ საკუთარ ბლოგზე.
მივიღეთ საშინაო დავალება- მოვიფიქროთ პროექტის მიმდინარეობის აღწერა.

მოსწავლის ნაშრომი


Wednesday, February 18, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღე ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერედ წარიმართა.
ვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდების ჩამატება და დიზაინის გაფორმება;
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე;
გავაკეთეთ შეფასების სქემის ანალიზი;
გავეცანით საავტორო უფლებებს;
ჩამოვტვირთეთ ჩვენი თემისთვის სასურველი სურათები.
მივიღეთ დავალებები.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ განვლილი მასალა.
გავაგრძელეთ მეორე ბლოგზე მუშაობა.
ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და გადავიტანეთ საკუთარ ბლოგებზე. გავეცანით შეფასების სქემას, შევარჩიეთ საკუთარი პროექტისთვის შეფასების მეთოდებს.


Friday, February 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

 ზოგადი შეკითხვები:

  •      რატომ არსებობს კანონები?
  თემატური შეკითხვები:
  •   როგორ იქ    მნება კანონები? 
  •       რა იცით უფლებების შესახებ და   იცავს თუ არა ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვთა უფლებებს?
 შინაარსობრივი შეკითხვები:
  •     რა არის უფლება?
  •    რისი უფლება აქვთ ბავშვებს?